Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ერის უდიდესი მონაპოვარია - დანელია
Regions.ge
26 May 2016, 16:20
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დაათვალიერა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ერის უდიდესი მონაპოვარია. "ეს ჩვენი დღეა, თქვენი დღეა, ეს არის ყველა ქართველის დღე. ჩვენ ტრადიციულად წარმოდგენილი ვართ სოფლის მეურნეობის კუთხით, ვცდილობთ, ყოველ წელს ვიყოთ ორიგინალურები, განსხვავებულები და მე მგონი, ეს წელსაც გამოგვივიდა,"_განაცხადა დანელიამ. მინისტრმა ასევე დიდი იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმ უსამართლობის აღმოსაფხვრელად, რომელსაც  გიგა ოთხოზორია შეეწირა. "მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლური, ეს არის საქართველოს ძლიერებისა და დამოუკიდებლობის დღე, დღეს ასევე კრძალავენ გიგა ოთხოზორიას, რომელიც იმ უსამართლობას შეეწირა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. მე დიდი იმედი მაქვს, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რომ ეს პრობლემები სამუდამოდ მოგვარდეს,"_ განაცხადა მინისტრმა.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი